27 ივლისს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ყაზახურ აქტობეს უმასპინძლებს, ამ შეხვედრის შესახებ კი Geo Team-მა ყურადსაღები ინფორმაცია გაავრცელა:
"ყაზახური აქტობე ქუთაისში ტორპედოსთან მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე არ აძლევს თანხმობას ყაზახურ კლუბს საქართველოს საზღვრებზე დაჯდეს."
"როგორც Geo Team-ს ქუთაისის ტორპედოში განუმარტეს, ქართულ სასაზღვრო მხარეს პრობლემა აქვს იმ ავიაკომპანიასთან, რომლითაც ყაზახურმა აქტობემ ჩარტერული ფრენა უნდა განახორციელოს საქართველოში."
"ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დღეს ქუთაისში ლუკა გადრანის გუნდის მატჩისწინა ვარჯიში უნდა გაიმართოს ტორპედოსთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე", - დაწერა ქართულმა გვერდმა