მომავალი მეტოქეები - როგორი გზა შეხვდათ ქართულ კლუბებს კონფერენს ლიგაზე » სპორტის ხაზი

მომავალი მეტოქეები - როგორი გზა შეხვდათ ქართულ კლუბებს კონფერენს ლიგაზე

მომავალი მეტოქეები - როგორი გზა შეხვდათ ქართულ კლუბებს კონფერენს ლიგაზე
24-07-2023, 16:27
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალურ სტადიაზე ამ ეტაპისთვის 3 ქართული კლუბი იმყოფება, ესენია: დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო და გორის დილა.

პირველმა მათგანმა ამავე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში წაგების შემდეგ გადაინაცვლა, ტორპედომ და დილამ კი თავიანთი მეტოქეები დაამარცხეს და ერთი ნაბიჯით ტურნირს მიუახლოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა.

ამ მომენტისთვის დინამო თბილისი კონფერენს ლიგის შესარჩევის 1/4 ფინალში მალტურ ჰამრუნს შეხვდება, ხოლო მათი დაძლევის შემთხვევაში თბილისელები შემროკსა და ფერენცვაროშს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს, ისინი ამ ეტაპზე ყაზახურ აკტობეს ხვდებიან, მათთან მოგების შემთხვევაში კი ქუთაისელები ცსკა სოფიასა და სეფსის შორის მოგებულს შეხვდებიან.

საქართველოს წარმომადგენელი მესამე გუნდი, კერძოდ გორის დილა ახლა უკრაინულ ვორსკლას ხვდება, მათთან მოგების შემთხვევაში კი გორელები აპოელსა და ვოივოდინას შორის უკეთესს შეხვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი