'ყველანი მოტივირებულები ვიქნებით' - გიორგი არაბიძე კონფერენს ლიგაზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'ყველანი მოტივირებულები ვიქნებით' - გიორგი არაბიძე კონფერენს ლიგაზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

'ყველანი მოტივირებულები ვიქნებით' - გიორგი არაბიძე კონფერენს ლიგაზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
27-01-2023, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ თურქულ შეკრებაზე და გუნდის მომავალ გეგმებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ 'ტორპედო' ახალ სეზონში დასახულ მიზნებს მიაღწევს.

"შეკრება კარგად მიდის, გეგმას მივყვებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. ვემზადებით ახალი სეზონისთვის. გვაქვს უფრო დიდი ამბიციები, ვიდრე გასულ სეზონში.

ფიზიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, ყველა ფეხბურთელი და მეც დღითი დღე თავს უკეთ ვგრძნობთ. ერთი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, კიდევ რამდენიმეა დაგეგმილი, რომლებიც დაგვეხმარება როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად – ასევე მოედანზე იმ თამაშის გადატანაში, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ.

გუნდში ძალიან კარგი ვითარებაა, ფსიქოლოგიურად ყველა მზადაა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ სეზონის ბოლოს სასურველ შედეგს მივაღწიოთ – ისეთს, როგორიც ჩვენ და ქუთაისელ გულშემატკივრებს გაგვიხარდება.

ქუთაისის ტორპედო წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, რომელსაც ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ევროტურნირია და ყველანი მოტივირებულები ვიქნებით."


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 'ტორპედო' ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზე 54 ქულით იმყოფება და მეოთხე ადგილზე მყოფ 'სამგურალს' სამი ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი