"ფრენის საშუალებას არ გვაძლევთ, ჩვენი ასე როგორ გეშინიათ?" - აქტობელები ქუთაისელებს დასცინიან » სპორტის ხაზი

"ფრენის საშუალებას არ გვაძლევთ, ჩვენი ასე როგორ გეშინიათ?" - აქტობელები ქუთაისელებს დასცინიან

"ფრენის საშუალებას არ გვაძლევთ, ჩვენი ასე როგორ გეშინიათ?" - აქტობელები ქუთაისელებს დასცინიან
26-07-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Geo Team-მა დაწერა, რომ ქუთაისის ტორპედოს მეტოქე, კერძოდ აქტობე კონფერენს ლიგის მატჩისთვის მოსამზადებლად საქართველოში ვერ მოფრინავს.

ამის მიზეზი ისაა, რომ ქართულ სასაზღვრო მხარეს პრობლემა აქვს იმ ავიაკომპანიასთან, რომლითაც ყაზახურმა აქტობემ ჩარტერული ფრენა უნდა განახორციელოს საქართველოში.

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული სიტუაციის შესახებ უკვე გამოქვეყნდა ყაზახების გამოხმაურებაც. აი, რას წერენ ისინი:

"ჩარტერული რეისით აქტობეს ფეხბურთელები უკვე საქართველოში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ფრენა მთელი 7 საათით დაგვიანდა."

"ქართული მხარე არასპორტულ მიზეზს იყენებს იმისათვის, რათა აქტობე საქართველოში არ ჩავიდეს. ნუთუ ასე ძალიან ეშინიათ მათ ყაზახური კლუბის?"
, - ვკითხულობთ ყაზახურ მედიაში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი