"მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია", - მიულერის კომენტარი სიტისთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია", - მიულერის კომენტარი სიტისთან მატჩამდე

"მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია", - მიულერის კომენტარი სიტისთან მატჩამდე
18-04-2023, 13:46
Aa Aa
გაზიარება:

ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

საპასუხო შეხვედრამდე მოახლოებულ დაპირისპირებაზე რეკორდმაისტერის შემტევმა, ტომას მიულერმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ბაიერნის ჯერ კიდევ შეუძლია.

"გვჯერა, რომ შანსები ჯერ კიდევ გვაქვს - მთავარია, შეხვედფრა კარგად დავიწყოთ. პირველ ტაიმის შემდეგ გასახდელში 1:0 ანგარიშით გასვლა ურიგო არ იქნებოდა, აუცილებელი არ არის მეათე წუთზე უკვე 3:0 ვიგებდეთ, მაგრამ სწრაფი გოლი მაინც გვჭირდება.

მჯერა, რომ ეს შესაძლებელია!
", - განაცხადა მიულერმა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტისა და ბაიერნის პირველი დაპირისპირება პეპ გვარდიოლას გუნდის სასარგებლოდ (3:0) დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი