“კვარაცხელიას მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო” - რას წერენ იტალიურ მედიაში » სპორტის ხაზი

“კვარაცხელიას მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო” - რას წერენ იტალიურ მედიაში

“კვარაცხელიას მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო” - რას წერენ იტალიურ მედიაში
13-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “მილანმა” ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “ნაპოლი” ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მიუხედავად წაგებული შეხვედრისა, ხვიჩა კვარაცხელია თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და იტალიური მედიისგან შემდეგნაირი შეფასება დაიმსახურა:

Calciomercato - “პირველ წუთზე დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ მილანის მცველები კარში კედლად აღიმართნენ. ნაპოლის მომენტები მისი დამსახურება იყო.”

Tuttomercatoweb - “თამაშის დაწყებიდან ზუსტად 1 წუთში ხვიჩამ რეალური მომენტი გაანიავა. კვარაცხელიას მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო. ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის ბევრს ცდილობს, მაგრამ მის განეიტრალებას ხშირად ახერხებენ.”

შემდეგი მატჩი “პარტენოპეის” სერია A-ში “ვერონას” წინააღმდეგ აქვს, 18-ში ნეაპოლში “მილანს” მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი