მოგეხსენებათ, ახლოვდება მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა, რომელსაც როგორც UFC-ის სამყარო, ასევე ქართველი ქომაგიც ელის. სულ რამდენიმე დღე დარჩა პრინციპულ დაპირისპირებამდე. ქართველისა და რუსის ჯახი 12 მარტს გაიმართება.
მერაბ დვალიშვილმა ალჯამეინ სტერლინგის პოდკასტში ბრძოლის შესახებ ისაუბრა:
“ამ ჩხუბს ძალიან პირად დაპირისპირებად ვიღებ, რადგან ეს ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ორთაბრძოლა. ალჯო, მახსოვს, გითხარი, რომ ჟოზე ალდოსთან დასაკარგი არაფერი მქონდა. წაგების შემთხვევაში, მეცოდინებოდა, რომ ლეგენდასთან და შესანიშნავ მებრძოლთან დავმარცხდი. იანთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირადაა და შანსსაც არ ვუშვებ, რომ წავაგო, რადგან აქ ბევრად დიდ სურათთან გვაქვს საქმე, თუმცა მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ ჩემს ასპარეზობაზე უნდა ვიფიქრო და არა პირად საკითხებზე.
ამ ბრძოლას ნამდვილი პროფესიონალივით უნდა მივუდგე. ბოლო დღეებში სტრესის ქვეშ ვიყავი, რაც გაციებამ, ტრავმებმა და იმაზე ნერვიულობამ განაპირობა, რომ იანი უნდა დავამარცხო. თუმცა, მოსამზადებელი კემპისას რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩხუბის დღეს 100 პროცენტით მზად ვიყო. იანს დავამარცხებთ და ციმბირში გავგზავნით.”