გუშინ, ნაპოლიმ გასვლაზე სპეციასთან 3:0 მოიგო და მორიგი რეკორდები გააუმჯობესა, ისევე როგორც ამ მატჩების მთავარმა გმირებმა – ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა, რომლებმაც მასპინძლები შეცდომებისთვის სასტიკად დასაჯეს და მილანის ინტერთან 13-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს
უდავოა, რომ ოსიმენი და კვარაცხელია გუნდს ტიტულისთვის ბრძოლაში წინ მიუძღვიან და სპეციასთანაც გადამწყვეტი როლი კიდევ ერთხელ ითამაშეს. ეს ყველაფერი კონკრეტულ სტატისტიკაში აისახება.
კვარაცხელია ამ სეზონში ევროპის ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც ყველა ტურნირზე მინიმუმ 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა (10 და 12) შეასრულა, ხოლო ოსიმენი გახდა ნაპოლის ისტორიაში მეოთხე მოთამაშე, რომელმაც სერია A-ს პირველ 21 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
ასე აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სპალეტიმ ნაპოლი ჩაიბარა, გუნდმა სერია A-ში კარი მშრალად 25-ჯერ შეინახა – მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგის მოთამაშეებიდან, რომლებმაც 10+ გოლი გაიტანეს და 10+ საგოლე გადაცემა შეასრულეს, კვარაცხელია ყველაზე ახალგაზრდაა. დანარჩენები არიან ლიონელ მესი, ნეიმარი, რენდალ კოლო მუანი და სერჟ გნაბრი.