სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი 'ნაპოლი' მე-17 ადგილზე მყოფ 'სპეციას' უმასპინძლებს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.
'რომასთან' მოგებული მატჩის შემდეგ, პარტენოპეი კარგ ხასიათზეა. იტალიური კლუბი ჩემპიონატს 53 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ 'ინტერს' 13 ქულით უსწრებს.
აღნიშნულ მატჩამდე ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა დღეს მთლიანი სავარჯიშო სესია ჩაატარეს. სავარჯიშო პროგრამებში მონაწილეობას ყველა იღებდა, გარდა სამი ფეხბურთელისა, რომლებმაც შესაძლოა 'სპეციასთან' მატჩი გამოტოვონ.
ნაპოლი სპეციასთან მატჩისთვის ემზადება
როგორც ნაპოლისთან დაახლოებული წყარო, calciomercato აცხადებს დღეს რაჰმანიმ, ლობოტკამ და ზიელენსკიმ ინდივიდულურად ივარჯიშეს, როგორც სპორტდარბაზში, ისე მოედანზე. ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ფეხბურთელებმა 21-ე ტურის შეხვედრა გამოტოვონ.
რთული კალენდრის და მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის გამო, არ არის გამორიცხული, რომ სპალეტიმ 'სპეციასთან' შემადგენლობა გადაახალისოს და ძირითადში მხოლოდ სასტარტო თერთმეტეულის რამდენიმე ფეხბურთელი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 5 თებერვალს, თბილისის დროით 15:30 არის ჩანიშნული.