"მიქაუტაძემ ტერფის ტკივილის გამო ვარჯიში დატოვა" - "მეცის" მწვრთნელი | დეტალები » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძემ ტერფის ტკივილის გამო ვარჯიში დატოვა" - "მეცის" მწვრთნელი | დეტალები

"მიქაუტაძემ ტერფის ტკივილის გამო ვარჯიში დატოვა" - "მეცის" მწვრთნელი | დეტალები
14-10-2022, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩვენი დროით 21:00 საათზე საფრანგეთის მეორე დივიზიონში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" "სოშოს" დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი მატჩის მასპინძლებს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდებათ, მათ შორის, შესაძლოა, რომ ტრავმირებულთა სიაში გიორგი მიქაუტაძეც შედიოდეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "მეცს" მარკ-ორელ კაიარდის გარდა, რომელმაც მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო, შესაძლოა, რომ კიდევ ორი მოთამაშე დააკლდეს: "იბრაჰიმა ნიანს გასულ კვირას ტვინის შერყევა ჰქონდა. ახლა კარგად არის, თუმცა გამოკვლევები მაინც უნდა ჩაიტაროს. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მან გუშინწინ გამართული ვარჯიში ნაადრევად ტერფის ტკივილის გამო დატოვა. მიუხედავად ამისა, ორივე ფეხბურთელმა დღევანდელი სავარჯიშო სესია სრულყოფილად ჩაატარა, მაგრამ მათი სოშოსთან თამაში 50/50-ზეა", - ლასლო ბოლონი, მეცის მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ფრანგული კლუბის მაისურით 10 თამაშში 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი