საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს შანსი იმისა, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღონ.
იმ შემთხვევაში თუ ყოველივე ზემოთაღნიშნული დაიშვება, რუსეთის ჰიმნი და დროშა არსად იფიგურირებს. აგრეთვე სპორტსმენები ჩვეულებრივ გაივლიან სამედიცინო შემოწმებებსა და დოპინგ ტესტებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ასევე იქნება ის, რომ ისინი ომში რუსეთს არ უნდა უჭერდნენ მხარს.