მატეო ლაოსი მუნდიალიდან მოკვეთეს | დეტალები » სპორტის ხაზი

მატეო ლაოსი მუნდიალიდან მოკვეთეს | დეტალები

მატეო ლაოსი მუნდიალიდან მოკვეთეს | დეტალები
12-12-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

საკმაოდ გამოცდილმა ესპანელმა არბიტრმა, მატეო ლაოსმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობა სკანდალურად დაასრულა - ის მუნდიალიდან მოკვეთეს, მიზეზი კი არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩი გახლავთ, რომელიც სწორედ ლაოსმა განსაჯა.

მატეო ლაოსმა აღნიშნულ შეხვედრაში რეკორდულად ბევრი, 17 ყვითელი ბარათი ამოიღო. გარდა ამისა, ესპანელმა რეფერიმ არაერთი საკამათო გადაწყვეტილებაც მიიღო, რის გამოც როგორც არგენტინელთა, ისე ნიდერლანდელთა გულისწყრომა გამოიწვია.

მატჩის შემდეგ, მატეო ლაოსი ბევრმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა, მათ შორის ლიონელ მესიმაც, რომელიც ლაოსს აქამდეც არაერთხელ შეხვედრია. სხვათაშორის, FIFA-მ ლაოსის საკითხთან დაკავშირებით, გამოძიებაც კი დაიწყო.

რაც შეეხება იმ მსაჯებს, რომლებიც ამავე 1/4 ფინალური შეხვედრისას ლაოსს ეხმარებოდნენ, ისინი მუნდიალზე დარჩებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი