მეისონ გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს | დეტალები » სპორტის ხაზი

მეისონ გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს | დეტალები

მეისონ გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს | დეტალები
19-10-2022, 20:50
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, მეისონ გრინვუდი ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც იცით, ინგლისელი ფეხბურთელი ციხეში მეგობარი გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვისა და იძულებითი ქცევის გამო იჯდა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი გირაოს წესით აქამდეც გამოუშვეს, თუმცა მან მისი წესები დაარღვია და კვლავ ციხეში გაბრუნდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრინვუდის თავდაპირველ ბრალდებას ისიც დაერთო, რომ მეისონი მეგობარ გოგონას მოკვლით ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდი "მანჩესტერმა" აღნიშნული საქციელისა და ბრალდებების გამო გუნდიდან მოკვეთა, ხოლო FIFA-მ თავის ვირტუალური თამაშებიდან ამოიღო. გარდა ამისა, ერთ-ერთმა წამყვანმა ბრენდმა, NIKE-მა გრინვუდთან დადებული კონტრაქტი გაწყვიტა. ამდენად, ჯერ ისიც უცნობია, დაუბრუნდება თუ არა ახალგაზრდა მოთამაშე მწვანე მინდორს და თუ ასე იქნება, ისიც საკითხავია, რამდენად მისცემს "მანჩესტერ იუნაიტედი" მას საშუალებას, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში ძველებურად განაგრძოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი