"თავისუფლება მისი საფირმო ხელწერაა" - კვარა ევროპის საუკეთესოთა სიას ლიდერობს! » სპორტის ხაზი

"თავისუფლება მისი საფირმო ხელწერაა" - კვარა ევროპის საუკეთესოთა სიას ლიდერობს!

"თავისუფლება მისი საფირმო ხელწერაა" - კვარა ევროპის საუკეთესოთა სიას ლიდერობს!
დღეს, 12:58
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გამოცემა Givemesport-ის გვერდებზე ევროპის 15 საუკეთესო დრიბლიორის სია გამოქვეყნდა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.

ხვიჩას ჯერ კიდევ ნაპოლიში მხოლოდ ორი მატჩი დასჭირდა იმისათვის, რათა საუკეთესოს სახელი მოეპოვებინა. დროის სვლასთან ერთად კვარადონას მეტსახელი მთელ იტალიას მოედო და ყველამ ქართველზე დაიწყო საუბარი. ეს სახელი ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი, ეს ხვიჩას რთულად წარმოსათქმელი გვარია, თუმცა უმთავრესი მიზეზი სწორედ მის სათამაშო არსენალსა და სიძლიერეში მდგომარეობს, რამაც მისი მარადონასთან შედარება ლეგიტიმური გახადა.

იტალიაში სკუდეტოს მოგების შემდეგ ხვიჩამ თქვა, რომ თავისუფლება თავის საფირმო ხელწერაა. ქართველისთვის ზამთარში პარიზული თავგადასავალი დაიწყო და ხვიჩა აქაც ცეცხლოვნად გამოჩნდა. ის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს თუ რატომაც არის ახლა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

- წერენ კვარაცხელიაზე.

ცნობისთვის, გამოცემის მეორე და მესამე ადგილებს რაიან შერკი (ლიონი) და ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი