დე ლაურენტისმა ნაპოლის გაწვრთნა იურგენ კლოპს შესთავაზა - გერმანელის პასუხი » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისმა ნაპოლის გაწვრთნა იურგენ კლოპს შესთავაზა - გერმანელის პასუხი

დე ლაურენტისმა ნაპოლის გაწვრთნა იურგენ კლოპს შესთავაზა - გერმანელის პასუხი
13-05-2024, 18:51
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფრანჩესკო კალცონა ნაპოლის დატოვებს და სლოვაკეთის ნაკრებს ევრო 2024-ზე გაუძღვება.

რაც შეეხება მის ჩამნაცვლებელს, მასზე აურელიო დე ლაურენტისს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და მედიაში ძირითადად კონტეს, პიოლისა და იტალიანოს გვარები ფიგურირებს.

სხვათა შორის, ამ სიას მოულოდნელად იურგენ კლოპის სახელიც დაემატა, რის შესახებაც ინფორმაცია იტალიურმა Areanapoli-მ გაავრცელა.

როგორც იტალიური გამოცემის ჟურნალისტი, პაოლო ესპოზიტო წერს, კლოპს 1-წლიანი შესვენების აღება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა დე ლაურენტისი ლივერპულის ამჟამინდელი დამრიგებელის გადაბირებას მაინც შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი