VIDEO: 2022 წლის TOP 100 გოლი | კვარაცხელია დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად » სპორტის ხაზი

VIDEO: 2022 წლის TOP 100 გოლი | კვარაცხელია დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად

VIDEO: 2022 წლის TOP 100 გოლი | კვარაცხელია დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად
11-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური და გამორჩეული თამაშის ნახვისას აღფრთოვანებას რომ ვერ მალავენ, ამას ზედმეტი საუბარი უკვე აღარ სჭირდება. უბრალოდ, შემოგთავაზებთ ერთ ვიდეოს, სადაც ქართველი ფეხბურთელი მორიგ ჯერზე გამოარჩიეს.

საქმე ისაა, რომ უცხოურმა Youtube გვერდმა, Calcio show-მ თავის არხზე 2022 წელს გასული 100 საუკეთესო გოლი გამოარჩია, რომელთა შორისაც ხვიჩა კვარაცხელიას მონცას კარში გატანილი ულამაზესი ბურთიც გახლავთ (დრო - 3:52)- იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვინგერი ტრავმის გადალახვის შემდეგ, მინდორს 7 დეკემბერს დაუბრუნდა, სადაც ნაპოლიმ ანტალიასპორის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ცნობისთვის, დღეს, ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 19:00 საათზე პრემიერ ლიგის წევრის, კერძოდ კრისტალ პალასის წინააღმდეგ ითამაშებს, სადაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა ქართველ ფეხბურთელს კვლავ მიეცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი