როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის თასის ფინალში რეიმსი დაამარცხა, მაგრამ ქართველ ფეხბურთელს მატჩში მონაწილეობა წამითაც არ მიუღია.
თავდაპირველად კვარა სასტარტო შემადგენლობაში ეწერა, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მისი პოზიცია დეზირე დუემ დაიკავა. როგორც შემდგომ მედიაში დაიწერა, ხვიჩას თავის ძლიერი ტკივილი აწუხებდა და სახლში წასვლა თავად ითხოვა.
Onefootball-ისთვის ამ მიზეზს ბოლოში დიდი კითხვის ნიშანი აქვს დასმული. ისინი წერენ, რომ ეს შესაძლოა ლუის ენრიკეს ფანდი იყო, რათა ინტერისთვის ფინალში მთავარი ჯოკერი დიდი დაკვირვებების გარეშე შემოენახა, თასის ფინალის მოგებაში კი ესპანელი მწვრთნელი ისედაც დარწმუნებული იყო.
რეიმსთან მოგებული თასის შემდეგ მალევე დაიწერა, რომ კვარა ინტერთან სათამაშოდ მზად იქნებოდა, რომელიც 31 მაისს უნდა შედგეს.