პრიზი გადადებულია - რას მიიღებს კვარა საჩუქრად თუ პარიზი ლიგას მოიგებს » სპორტის ხაზი

პრიზი გადადებულია - რას მიიღებს კვარა საჩუქრად თუ პარიზი ლიგას მოიგებს

პრიზი გადადებულია - რას მიიღებს კვარა საჩუქრად თუ პარიზი ლიგას მოიგებს
28-05-2025, 21:32
Aa Aa
გაზიარება:

31 მაისს სეზონის დასკვნითი შეხვედრა პარი სენ-ჟერმენსა და ინტერს შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმართება, რომელსაც ალიანც არენა უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ინტერი და პსჟ არიან ის კლუბები, რომლებმაც 2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში ჯამურად ყველაზე მეტი გამოიმუშავეს.

ინტერმა ამ დრომდე 136 მილიონი ევრო გამოიმუშავა, პარიზმა კი 119, ხოლო ფინალში გამარჯვებული კლუბი დამატებით 10 მილიონ ევრომდე მიიღებს.

ფრანგულ მედიაში იწერება, რომ პსჟ-ის პრეზიდენტი ფინალის მოგების შემთხვევაში საფინალო ბონუსს მთლიანად ფეხბურთელებზე გადაანაწილებს, რაც მათთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი