სუპერკომპიუტერის პროგნოზი - გაიტანს თუ არა ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში » სპორტის ხაზი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - გაიტანს თუ არა ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - გაიტანს თუ არა ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში
გუშინ, 11:53
Aa Aa
გაზიარება:

31 მაისი უეფას ჩემპიონთა ლიგის მაყურებლებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია — ამ დღეს სეზონის მთავარი მატჩი გაიმართება. ალისნ არენაზე საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიურ გიგანტ „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ფინალის წინ განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. მოლოდინში ჩართულნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ ტექნოლოგიებიც — ერთ-ერთმა სუპერკომპიუტერმა გააკეთა პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება შეხვედრა და რა როლი ექნება მასში ხვიჩას.

მოწყობილობის გათვლით, მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში უსმან დემბელე პასს მისცემს კვარას, რომელიც ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს და „ინტერის“ გაუტანს (ამის ალბათობა 55%-ითაა შეფასებული) - საბოლოო ანგარიშად კი კომპიუტერმა 2:1 დაასახელა, პსჟ-ს გამარჯვებით.

აღსანიშნავია, რომ თუ ეს პროგნოზი ახდა და ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ის ისტორიაში მეორე ქართველი გახდება, ვინც ეს ტიტული მოიპოვა — პირველია კახა კალაძე, რომელმაც აღნიშნული წარმატება „მილანთან“ ერთად იზეიმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი