"ვკითხე რატომ არ აღნიშნა მოგება, ასე მიპასუხა" - კვარაცხელიას დედის ემოციური ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"ვკითხე რატომ არ აღნიშნა მოგება, ასე მიპასუხა" - კვარაცხელიას დედის ემოციური ინტერვიუ

"ვკითხე რატომ არ აღნიშნა მოგება, ასე მიპასუხა" - კვარაცხელიას დედის ემოციური ინტერვიუ
გუშინ, 00:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დედამ — მაკა ლუკავამ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში შვილის ჰუმბლურ ხასიათზე ისაუბრა და ნახევარფინალის შემდეგ განვითარებული საინტერესო მომენტი გაიხსენა.

"პსჟ-ის ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამარჯვებას აღნიშნავდნენ, ხვიჩა კი მშვიდად იდგა. ვკითხე, რატომ არ ხარ გახარებული, რატომ არ აღნიშნე ისე, როგორც სხვები. მიპასუხა — დედა, ჯერ ადრეა, აღნიშვნის დრო არაა, ფინალი წინ არის“, — ვკითხულობთ გამოცემასთან საუბარში.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეძლო. გადამწყვეტ მატჩში პარიზელები მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან 31 მაისს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი