"როგორ ვაპირებთ კვარაცხელიას შეჩერებას?" - ლაუტარო მარტინეზის პასუხი » სპორტის ხაზი

"როგორ ვაპირებთ კვარაცხელიას შეჩერებას?" - ლაუტარო მარტინეზის პასუხი

"როგორ ვაპირებთ კვარაცხელიას შეჩერებას?" - ლაუტარო მარტინეზის პასუხი
31-05-2025, 10:55
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მილანის „ინტერის“ კაპიტანმა, ლაუტარო მარტინესმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და ქართველ თავდამსხმელს მაღალი შეფასება მისცა.

ჟურნალისტის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ლაუტარო კვარაცხელიას კარგად იცნობს, რაზეც არგენტინელმა თავდამსხმელმა დაადასტურა, რომ მასთან არაერთხელ უთამაშია:

ხვიჩა ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთელია. როცა ის ‘ნაპოლიში’ თამაშობდა, ბევრჯერ გვქონდა დაპირისპირება იტალიის ჩემპიონატში. იცის, როგორ გამოიყენოს თავისუფალი ზონები, ტექნიკურად ძლიერია და ერთი-ერთზე ოსტატურად თამაშობს,“ — განაცხადა მარტინესმა.

თუმცა მან დაამატა, რომ მხოლოდ ერთი მოთამაშის მიმართ კონცენტრირება გუნდისთვის არ იქნება სწორი ტაქტიკა:

კვარაცხელიას ყურადღება, რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ ‘პსჟ’-ში სხვა არაერთი ძლიერ მოთამაშეს ვხვდებით. მთელი გუნდი ძლიერია და თითოეულ დეტალზე ფოკუსირება გვმართებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი