"გუნდს ლიდერად განსაკუთრებულ მომენტებში ევლინება" - წიტაიშვილი Marca-მ აღიარა » სპორტის ხაზი

"გუნდს ლიდერად განსაკუთრებულ მომენტებში ევლინება" - წიტაიშვილი Marca-მ აღიარა

"გუნდს ლიდერად განსაკუთრებულ მომენტებში ევლინება" - წიტაიშვილი Marca-მ აღიარა
30-05-2025, 22:19
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური სპორტული გამოცემა Marca "გრანადას" და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილზე წერს.

ტექსტში ყურადღებას ამახვიილებენ ქართველი ფეხბურთელის შედეგიანობაზე სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე და მას გრანადას მთავარ იმედად მოიხსენიებენ გადათამაშების საგზურისთვის ბრძოლაში.

"გიორგი წიტაიშვილი ფინალურ ეტაპზე შესანიშნავ ფორმაში შედის და "გრანადას" ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ხდება.

არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც, როცა გადამწყვეტი მომენტი დგება, იკუმშებიან და პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, მაგრამ ეს წიტაიშვილს არ ეხება.

ის ბურთს სწორედ იმ დროს ითხოვს, როცა სხვები მისგან იშურებენ. ასეთ მომენტებში ის იქცევა ლიდერად, რომელიც შეტევის შუქურად გვევლინება"


Marca ხაზს უსვამს გიორგი წიტაიშვილის ბოლო ხუთ ტურში ნაჩვენებ მაღალ შედეგიანობას – მან ამ პერიოდში 3 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. მისი აქტივშია 3 საგოლე გადაცემაც.

"სანტანდერის "რასინგთან" მატჩში წიტაიშვილი "გრანადას" მთავარი იარაღი იქნება. ის არა მხოლოდ შედეგიანობით, არამედ კონკურენტუნარიანობის დონითაც გამოირჩევა" – წერს Marca.

გიორგი წიტაიშვილის გუნდი 1 ივნისს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება სანტანდერის რასინგს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში გრანადა ლა ლიგა 2-ის გადათამაშების ზონის საგზურს მოიპოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი