გრანადას მთავარმა მწვრთნელმა, გილერმო აბასკალმა გიორგი წიტაიშვილის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა - ესპანური გუნდის სპეციალისტმა, ზოგადად საკლუბო ჩემპიონატების მიმდინარეობისას, სანაკრებო პაუზებზეც გააკეთა კომენტარი.
"საკლუბო ტურნირები უნდა შეჩერდეს, როდესაც ეროვნული ნაკრების თამაშების პერიოდია - სეზონის განმავლობაში მსგავსი სულ ხუთი სანაკრეო ფანჯარა გვაქვს.
შესაბამისად, წიტაიშვილის მსგავს ფეხბურთელებს, რომელთაც ეროვნულ გუნდში იწვევენ, 8-10 თამაშის გამოტოვება უწევთ. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს", - განაცხადა აბასკალმა.
ცნობისთის, წიტაიშვილი ამჟამად გრანადაში კიევის დინამოდან 1-წლიანი იჯარით იმყოფება.