საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას გრანადაში გააგრძელებს. ინფორმაციას Geo team ავრცელებს.
ფეხბურთელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 1 წლიან ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი. კონტრაქტის მიხედვით, წიტაიშვილი იჯარით ითამაშებს გრანადაში და გუნდს მისი გამოსყიდვა კიევის დინამოდან არ შეეძლება.
ახალ სეზონში გრანადას მიზანი ლა ლიგაში აღზევება იქნება.