გერმანული გამოცემა Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, 300 000-ზე მეტმა ადგილობრივმა ქომაგმა მოაწერა ხელი, რომ გერმანიასა და ესპანეთს შორის გამართული შეხვედრა გადათამაშდეს.
ცნობისთვის, გერმანია ესპანეთთან 1:2 დამარცხდა, თუმცა, აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრის, ენტონი ტეილორის მიმართ გულშემატკივრებს საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ. ინგლისელმა არბიტრმა რამდენიმე ეპიზოდში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.
მატჩის ხელახლა გადათამაშების მიზნით, გერმანიაში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დრომდე 300 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ცხადია, აღნიშნულ შეხვედრას თავიდან არავინ ჩაატარებს, თუმცა გულშემატკივრები პროტესტის გამოხატვას კვლავ განაგრძობენ.
ხსენებულ მატჩში ყველაზე საკამათო ეპიზოდი კუკურელიას ხელის მომენტი იყო, რომელიც მოგვიანებით შემდეგნაირად განიმარტა - თუ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მაშინ ხვდება, როცა ხელი სხეულის უკანაა და თან დახრილ მდგომარეობაში, პენალტი არ ინიშნება.