რაც კვარა წავიდა ფულს არ ინანებენ - ლაურენტისი კონტეს ხელფასს გაუზრდის? » სპორტის ხაზი

რაც კვარა წავიდა ფულს არ ინანებენ - ლაურენტისი კონტეს ხელფასს გაუზრდის?

რაც კვარა წავიდა ფულს არ ინანებენ - ლაურენტისი კონტეს ხელფასს გაუზრდის?
29-05-2025, 19:19
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს ანტონიო კონტეს გუნდში დარჩენას — ინფორმაციას ამის შესახებ სატრანსფერო სიახლეების ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, კონტეს გაზრდილი ანაზღაურება შესთავაზა.

მხარეები სამშაბათს რომში შეხვდნენ, თუმცა 55 წლის იტალიელმა სპეციალისტმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა.

კონტეს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

Football Italia-ს ცნობით, "ნაპოლი" ყველაფერს აკეთებს, რათა წარმატებული სეზონის შემდეგ კონტე გუნდში შეინარჩუნოს.

კონტესთვის ეს სერია A-ს მეხუთე ტიტული იყო მწვრთნელის ამპლუაში და პირველი — „ნაპოლისთან“. მისი მოღვაწეობა ნეაპოლში უკვე მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევა და კლუბს იმედი აქვს, რომ ის ახალი პროექტისთვისაც დარჩება გუნდში.

საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ხოლო „ნაპოლისთვის“ კონტეს დარჩენა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი