მიზეზი გასაჯაროვდა - რატომ ტოვებს კონტე ნაპოლის » სპორტის ხაზი

მიზეზი გასაჯაროვდა - რატომ ტოვებს კონტე ნაპოლის

მიზეზი გასაჯაროვდა - რატომ ტოვებს კონტე ნაპოლის
გუშინ, 11:38
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური პრესის ცნობით, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კრიტიკულ გზაგასაყართან დგანან. გამოცემა Il Mattino დეტალურად მიმოიხილავს მათ შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ კონტეს მომავალს განსაზღვრავს.

კონტემ დე ლაურენტისს წარუდგინა ზაფხულის გეგმები და ფინანსური მოთხოვნები: 200 მილიონი ევრო სატრანსფერო ფანჯრისთვის და არსებული შემადგენლობის გაძლიერება მინიმუმ 8-9 ახალი ფეხბურთელით. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდის ხელფასები კონკურენტუნარიან დონეზე უნდა ავიდეს.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნებმა დე ლაურენტისი უკმაყოფილო დატოვა. ცნობილია, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი ზედმეტ ხარჯებს თავს არიდებს და მწვრთნელის ასეთი ამბიციური მოთხოვნები მისთვის მიუღებელია. იტალიური მედიის ცნობით, ამ შეხვედრის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობაში გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია – კონტე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

მნიშვნელოვანი დეტალი არის ისიც, რომ დე ლაურენტისმა უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკება მასიმილიანო ალეგრისთან. როგორც იუწყებიან, საუბარი პოზიტიური ტონით წარიმართა და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ შემდეგი სეზონიდან სწორედ „შეშლილი მაქსი“ გახდეს „ნაპოლის“ ახალი მენეჯერი.

კონტესა და კლუბის გზების გაყოფის მთავარი მიზეზი ფინანსური უთანხმოებაა. ამ ფონზე არ არის გამორიცხული, რომ კონტე დაბრუნდეს თავის ყოფილ კლუბში – „იუვენტუსში“, რომლის წარმომადგენლებმაც უკვე გამოთქვეს დაინტერესება და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ოფიციალურ მოლაპარაკებებსაც დაიწყებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი