ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ს ერთ-ერთი სამიზნე შესაძლოა კრისტოფერ ნკუნკუ გახდეს.
27 წლის ფრანგი ფეხბურთელი "ჩელსის" რიგებში ამჟამად იშვიათად იღებს სათამაშო დროს და თვითონაც მზად არის კარიერულ ცვლილებაზე იფიქროს. ნკუნკუ წარსულში სწორედ პსჟ-ს აკადემიის აღზრდილი იყო და პარიზელთა ძირითად გუნდში 2019 წლამდე ასპარეზობდა, სანამ "ლაიფციგში" გადაბარგდებოდა.
ნკუნკუს მიმართ ინტერესი მხოლოდ პსჟ-ს არ აქვს – მას თვალს ადევნებენ რამდენიმე ინგლისური კლუბიც, მათ შორის „არსენალი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვესტ ჰემი“. თუმცა, თუ ფრანგი მოთამაშე დაბრუნებას გადაწყვეტს, „პარკ დე ფრანსზე“ მისთვის კარები ღიაა.