გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული "ლაიფციგის" ნახევარმცველს, კერძოდ კრისტოფერ ნკუნკუს გუნდის დატოვება მომავალ ზაფხულში აქვს დაგეგმილი, ხოლო მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ლონდონის "ჩელსია".
აღსანიშნავია, რომ როგორც Daily Telegraph-ის ჟურნალისტი მეტ ლოუ ამბობს, ფრანგმა მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა: "კრისტოფერ ნკუნკუმ სამედიცინო შემოწმება ჩელსიში გადასვლამდე უკვე გაირა, ეს ნამდვილად სიმართლეა", - წერს ჟურნალისტი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონელებს ნკუნკუს ტრანსფერი 53 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ, რაც შესაძლოა, კრისტოფერისთვის ცოტაც კი იყოს, რადგან ფრანგი მოთამაშე გასულ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შეგახსენებთ, რომ კრისტოფერ ნკუნკუს "ლაიფციგთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ფრანგს არაერთხელ უთქვამს, რომ მისით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, მაგალითად "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი", სადაც გადასვლა ფრანგს არასდროს გამოურიცხავს.