საფრანგეთის ნაკრების შემტევი, კრისტოფერ ნკუნკუ, "ჩელსის" დატოვებასთან ახლოსაა, იგი გუნდში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.
მთავარი მიზეზი მწვრთნელისადმი დამოკიდებულებაა, მარესკას და ნკუნკუს ერთმანეთში საამაყო ურთიერთობა ნამდვილად არ აქვთ.
მიმდინარე სეზონში ნკუნკუს ჩემპიონატში 10 ჩატარებულ შეხვედრაში, ანგარიშზე 1 გოლია.
ნკუნკუს საკუთარ გუნდში ხილვა რუბენ ამორიმს სურს, რომელიც სულ მალე "იუნაიტედს" ოფიციალურად ჩაიბარებს.