საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ესპანური Fichajes წერს.
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც "მეცში" ბრწყინვალედ თამაშის შემდეგ "ლიონში" გადავიდა, შესაძლოა, ფრანგულ კლუბში ბოლო თვეებს ატარებდეს. 24 წლის თავდამსხმელი დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეიძინეს იმ იმედით, რომ ის გუნდის მთავარი თავდამსხმელი გახდებოდა.
ლიონის ეკონომიკური კრიზისის ფონზე, პრემიერლიგური "ვესტ ჰემი", მოთამაშის პოტენციურ ახალ სახლად იქცა და ის უკვე ინგლისური გუნდის რადარზეა.
ვესტ ჰემი მიქაუტაძის სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს. სეზონი არც მიქაუტაძისთვის და არც "ლიონისთვის" არ არის ადვილი. ისტორიული ფრანგული კლუბი როგორც სპორტულ, ასევე ფინანსურ კრიზისშია, რაც გუნდის შესაძლო დაქვეითების შესახებ განგაშის სიგნალს აძლევს.
შესაბამისად, ვესტ ჰემი ლიონში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს. ინგლისური კლუბი, რომელიც თავდასხმის ხაზს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი ნიჭიერი ფეხბურთელებით სურს გააძლიეროს, მიქაუტაძეს საინტერესო კანდიდატად მიიჩნევს.