ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ სენტ ეტიენის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ლიდერები არსად გაუშვას და უმაღლეს დივიზიონში პირველივე ცდით დაბრუნდეს.
Footmercato-ს ინფორმაციით, კლუბის ბოსები, პირველ რიგში, ზურიკო დავითაშვილს გულისხმობენ, რომელიც ლიგა 1-ის გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო.
ამის პარალელურად, ქართველი ვინგერის ტრანსფერით ისეთი კლუბები არიან დაინტერესებული, როგორებიცაა სტრასბურგი, ბეშიქთაში და გალათასარაი, თავად ზუკას კი რამდენად სურს ლიგა 2-ში კიდევ ერთი სეზონის გატარება, ეს ჩვენთვის უცნობია.
სპორტული თვალსაზრისით, დავითაშვილს სამივე ვარიანტი უნდა აწყობდეს, რადგან ასე მომდევნო სეზონიდან ევროთასებზე შეძლებს თამაშს, სენტ ეტიენთან ერთად კი მხოლოდ ქვედა დივიზიონზე იქნება ორიენტირებული.