საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილის ნაკრებში არყოფნაზე განმარტება ხუმრობით დაიწყო.
„ზურიკო დავითაშვილი მძულს! მან ჩემი საყვარელი კლუბი – სენტ-ეტიენი – ლიგა 2-ში დააქვეითა, მას შემდეგ აღარ ველაპარაკები,“ – თქვა სანიოლმა სიცილით.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. რეალური მიზეზი, რატომაც ახალგაზრდა შემტევი ამ ეტაპზე ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა, გადატვირთული სეზონია. როგორც სანიოლმა განმარტა, ზურიკომ ბოლო სამი წელი პრაქტიკულად უქმეების გარეშე ჩაატარა.
„დავითაშვილს დასვენება სჭირდებოდა. იმედი გვაქვს, სექტემბრიდან იგი სრულ მზადყოფნაში იქნება და კვლავ შეუერთდება ეროვნულ გუნდს,“ – დასძინა სანიოლმა.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო – საფრანგეთის ლიგა 2-ში მან 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.