თვალის ჩინივით უფრთხილდებიან - რა თხოვნა შეუსრულა კლუბმა კვარას წამებში » სპორტის ხაზი

თვალის ჩინივით უფრთხილდებიან - რა თხოვნა შეუსრულა კლუბმა კვარას წამებში

თვალის ჩინივით უფრთხილდებიან - რა თხოვნა შეუსრულა კლუბმა კვარას წამებში
26-05-2025, 00:39
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა, სადაც გუნდმა აუტსაიდერი რეიმსი დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა.

სამწუხაროდ, აღნიშნულ ფინალში წუთითაც არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას, არადა ქართველი მატჩამდე ერთი საათით ადრე ძირითად შემადგენლობაში იყო.

როგორც შემდეგ გაირკვა, კვარას ძლიერი თავის ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც კლუბს სახლში გაშვება და დასვენება სთხოვა, ეს კი ქართველს უმალვე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუსრულეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა თავს უკვე კარგად გრძნობს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუცილებლად ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი