კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ალ ნასრი დატოვა. როგორც მედია იუწყება, პორტუგალიელი გაბრაზებულია და უკან დაბრუნებას აღარც განიხილავს.
ახლახანს გავრცელდა საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობა რონალდუმაც მიიღოს.
საქმე ისაა, რომ 1-10 ივნისის განმავლობაში მოთამაშეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდში შეუძლია დარეგისტრირება, მისი დასრულების შემდეგ კი თავის პირვანდელ გუნდთან დაბრუნება.
წლევანდელი საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისიდან აიღებს სტარტს, კრიშტიანუს დამატებით კი ბევრ სხვა კლუბთან ერთად პარი სენ-ჟერმენიცაა დაინტერესებული, რომლის გამოყენებაც რონალდუს ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად შეეძლება!
ცნობისთვის, აღნიშნულ ტურნირზე ლიონელ მესის ინტერ მაიამიც ითამაშებს, სადაც მოგვეცემა საშუალება, რომ ლეგენდები ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ვნახოთ.