მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - რომელ კლუბს მიუახლოვდა საბა გოგლიჩიძე » სპორტის ხაზი

მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - რომელ კლუბს მიუახლოვდა საბა გოგლიჩიძე

მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - რომელ კლუბს მიუახლოვდა საბა გოგლიჩიძე
გუშინ, 11:36
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედიის ცნობით, სერია B-ში დაქვეითების შემდეგ „ემპოლიში“ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია იწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს ამ ზაფხულს არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა დატოვებს, მათ შორის ახალგაზრდა ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძეც.

წყაროს ინფორმაციით, გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს მთავარ მწვრთნელ რობერტო დ’ავერსას. მასთან ერთად კლუბს დატოვებს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი, ჯაკოპო ფაცინი, რომელიც უკვე მოხვდა ისეთი გრანდების ინტერესის სფეროში, როგორიცაა „ლაციო“, „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“.

განსაკუთრებული ყურადღება ქართველ ტალანტს, საბა გოგლიჩიძეს ექცევა, რომლის მიმართ ინტერესს იჩენენ როგორც იტალიური გრანდები — „იუვენტუსი“ და „რომა“, ასევე რამდენიმე პრემიერლიგური კლუბიც. იტალიური წყაროები აღნიშნავენ, რომ გოგლიჩიძე „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ფაცინის, გოგლიჩიძესა და კიდევ ერთ მოთამაშეს, ტინო ანჯორინს, ერთი და იგივე აგენტი — ლუკა პუჩინელი — წარმოადგენს. ამ უკანასკნელის საშუალებით უკვე შეთანხმდა ლუკა მარიანუჩის „ნაპოლიში“ 10 მილიონ ევროდ ტრანსფერი.

კლუბი ცდილობს, სერია B-ში თამაშამდე ძირითადი აქტივები გაყიდოს, რათა მაქსიმალური შემოსავალი მიიღოს. ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ფეხბურთელების გაშვებით დაახლოებით 10-12 მილიონ ევროს მოგროვება იქნება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ქვედა ლიგაში მათი ფასები საგრძნობლად დაიწევს.

გარდა ამისა, „ემპოლი“ სავარაუდოდ არ გამოიყენებს უფლებას, გამოისყიდოს იჯარით აყვანილი საბა საზონოვი „ტორინოდან“, რადგან ქართველმა მცველმა წინა სეზონში ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. გამოსყიდვის თანხა 3.5 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ამ ეტაპზე კლუბი ამ ხარჯზე უარს ამბობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი