"ოქროს ბურთი კვარაცხელიას?" - რუსი სპეციალისტის საინტერესო კომენტარი » სპორტის ხაზი

"ოქროს ბურთი კვარაცხელიას?" - რუსი სპეციალისტის საინტერესო კომენტარი

"ოქროს ბურთი კვარაცხელიას?" - რუსი სპეციალისტის საინტერესო კომენტარი
დღეს, 12:27
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველ შემტევზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და კვარაცხელიას პსჟ-ში გავლენასა და შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.

სიომინის შეფასებით, ხვიჩას წარმატება შემთხვევითი არაა — ის უკვე სრულფასოვანი ლიდერია ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ევროპულ კლუბში.

პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ კვარაცხელიას თამაში მკვეთრად ახალ საფეხურზე ავიდა. მან თავიდანვე მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, რაც ადასტურებს მის პროფესიონალიზმს და ხარისხს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე „ბარსელონას“ შემდეგ პსჟ-ს ჰყავს ყველაზე ძლიერი შეტევითი სამეული ევროპაში — და შეიძლება პარიზელებმა უკვე გადააჭარბეს კიდეც კატალონიური გუნდის ძალას,“ — აღნიშნა სიომინმა.

იგი განსაკუთრებით გამოეხმაურა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მატჩს ლონდონის „არსენალთან“, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა კვლავ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა:

მნიშვნელოვან შეხვედრებში კვარაცხელია დიდ პასუხისმგებლობას იღებს. მას არ ეშინია წნეხის და შეუძლია მატჩის ტემპის კონტროლი. ჩემთვის უკვე ნათელია, რომ ხვიჩა უახლოეს მომავალში „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სამეულში აღმოჩნდება,“ — დასძინა სიომინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი