ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალსა“ და „პსჟ“-ს შორის გამართული დაპირისპირების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მსოფლიოს სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
მატჩის შემდეგ მის შესახებ არაერთმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა, ხოლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელები და სპეციალისტები ქართველ შემტევზე ღიად გამოხატავდნენ აღფრთოვანებას.
ერთ-ერთი ასეთი კომენტარი ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმაც გააკეთა. მისი თქმით, ხვიჩას „პსჟ“-ში გადასვლა მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა:
„ეჭვგარეშეა, რომ პარიზულ კლუბში გადაბარგებამ მას საშუალება მისცა, კიდევ უფრო სწრაფად განვითარებულიყო. დღესდღეობით მე მას მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ვაყენებ. ის მუდმივად პროგრესირებს და თანდათან იმ კატეგორიის მოთამაშე ხდება, სადაც მო სალაჰი, ვინისიუს ჟუნიორი, ბუკაიო საკა, როდრიგო, რაფინია და რაფაელ ლეაო მოღვაწეობენ.“
საუთგეიტმა კვარაცხელია ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდასაც შეადარა:
„მას რომ ვაკვირდები, ჯორჯ ბესტი მახსენდება — იგივე სისწრაფე, ტექნიკა და ორი ფეხით თამაში. არ ვიცი, კარიერაში რა გზას გაივლის ან სადამდე მიაღწევს, მაგრამ ამ ეტაპზე ხვიჩა უდავოდ მსოფლიო კლასის ფეხბურთელია“, — აღნიშნა ინგლისელმა სპეციალისტმა.