"ჩემპიონობის შემთხვევავში, ნაპოლის ადგილას ასე მოვიქცეოდი" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ჩემპიონობის შემთხვევავში, ნაპოლის ადგილას ასე მოვიქცეოდი" - იტალიელი ჟურნალისტი

"ჩემპიონობის შემთხვევავში, ნაპოლის ადგილას ასე მოვიქცეოდი" - იტალიელი ჟურნალისტი
დღეს, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ანტონიო ჯორდანომ, ხვიჩა კვარაცხელიას წარსული და ახლანდელი მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლისადმი ერთგული დარჩა და ყველა იმ სიტყვას და ქმედებას, რაც მის "მოღალატეობისკენ" მიანიშნებს, კატეგორიულად არ ეთანხმება.

შეიძლება ბევრმა დაივიწყა, მაგრამ კვარაცხელიამ ‘ნაპოლის’ სკუდეტოში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ჩემთვის ის ჯერ კიდევ ამ გამარჯვების სიმბოლოა და მომავალში, რატომაც არა, მეორე ჩემპიონობასაც მიაღწევს — ამჯერად საფრანგეთში,“ — ამბობს ჯორდანო.

ჟურნალისტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად კლუბის დატოვებისა, ქართველს არასდროს უღალატია იმ ქალაქისა და გუნდისთვის, რომელმაც ის გულით მიიღო.

დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობის შემთხვევაში ხვიჩა სიამოვნებით იჩუქებს ოქროს მედალს, და პირადად მე ‘ნაპოლის’ საჩემპიონო დღესასწაულზეც კი დავპატიჟებდი. ძალიან გულდასაწყვეტია, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ კვარამ თავისი მაქსიმუმი არ გააკეთა. მისი ფეხბურთიდან მოცილება მორალური თვალსაზრისით სრულიად დაუმსახურებელია,“ — აღნიშნა ჯორდანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ს პირველ ნახევარში ითამაშა და 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის შედეგებში. ამ სტატისტიკის საფუძველზე, „ნაპოლი“ თუ ჩემპიონი გახდება, კვარაცხელიაც ოფიციალურად ჩაითვლება ოქროს მედლის მფლობელად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი