ნაპოლის სერია A-ში კარგი დრო უდგას. მეორეადგილოსანი ინტერი ახლა ჩემპიონთა ლიგაზე და ბარსელონაზეა გადართული, ამით კი კონტეს გუნდი სარგებლობს, რომელიც ნერაძურის უკვე 3 ქულით უსწრებს.
პარტენოპეის მიმდინარე სეზონს დადებითად აფასებს დიეგო მარადონას შვილი, რომელმაც თავის ანალიზში ხვიჩა კვარაცხელიაც გაიხსენა:
აუცილებლად უნდა დაგვეწყო სხვა პოზიციებიდანაც გოლის გატანა კვარას წასვლის შემდეგ. შეტევაში ლუკაკუ შესანიშნავად ირჯება, ბევრ სივრცეს ათავისუფლებს, რასაც შემდგომ დანარჩენები ბრწყინვალედ იყენებენ. საბედნიეროდ, ახლა გოლები მაკტომინეის გააქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხვიჩასთან ერთად სხვაობა სამ ქულაზე მეტიც კი იქნებოდა.
- ამბობს მარადონას შვილი.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. იმ შემთხვევაში თუ ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს, ოქროს მედალი ხვიჩა კვარაცხელიასაც გადაეცემა.