სეზონის დასრულების შემდეგ დიდი შანსია, რომ კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალი დატოვოს, მისი გზა კი ჩაბი ალონსომ გააგრძელოს.
ეს კარგად იცის ლევერკუზენმა, რომელიც ალონსოს ხელს არ შეუშლის. პარალელურად, გერმანული კლუბი ახალ მწვრთნელს უკვე აქტიურად დაეძებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევერკუზენს ერიკ ტენ ჰაგი ან ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს, რომლებიც აქამდე იუნაიტედსა და ბარსელონაში მუშაობდნენ.