'დიეგოს ძალიან მოეწონებოდა' - მარადონას შვილი მარადონაზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'დიეგოს ძალიან მოეწონებოდა' - მარადონას შვილი მარადონაზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

'დიეგოს ძალიან მოეწონებოდა' - მარადონას შვილი მარადონაზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს
29-12-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართულ გვერდ GEO TEAM-თან მიცემულ ინტერვიუში დიეგო მარადონას შვილმა მამამისზე და ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელიც იტალიაში მარადონას ეპოქის გამგრძელებლად ითვლება.

დიეგო მარადონაზე : "როცა ამაზე ვფიქრობ, ბუნებრივია ერთის მხრივ ბედნიერი ვარ, რადგან ერთად ბევრი ლამაზი წუთი გავატარეთ, მითუმეტეს ბოლო წლებში, როცა ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი გახდა ჩვენი ურთიერთობა. მეორეს მხრივ, გული მწყდება, რადგან ძალიან ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, დაახლოებით ნახევარი საუკუნე იცოცხლა. ემოციები ძალიან ბევრია, სევდიანი ვარ, რადგან ადრე წავიდა და ამასთანავე, მოხარული ვარ, რადგან ერთად ყოფნის დროს ძალიან ბედნიერები ვიყავით."

დიეგო დღევანდელი ნაპოლით დიდ სიამოვნებას მიიღებდა, რადგან გუნდი საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახება და სასიამოვნოა ასეთი ფეხბუთის ხილვა.

'დიეგოს ძალიან მოეწონებოდა' - მარადონას შვილი მარადონაზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

მარადონა თავის შვილთან ერთად

ნაპოლიზე: "ნაპოლი სერია A-ში მეორე პოზიაციაზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფს 8 ქულით უსწრებს, თუმცა შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობაც ყოფილიყო. ასევე, ევროპის დონეზეც ძლიერები ვართ, თუნდაც აიაქსთან სტუმრად 6-1 გამარჯვება. ევროპის ყველაზე ძლიერ გუნდებთან ვთამაშობთ, ვიგებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ხვიჩაზე: "სანამ ნაპოლიში გადმოვიდოდა სპალეტის ვესაუბრე და მითხრა, რომ ძლიერი ფეხბურთელია და მის შეძენას აპირებდნენ. ჩვენგან ინსინიე წავიდა, რომელიც კაპიტანი იყო და უამრავი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ხვიჩა, რომელმაც სიმართლე გითხრათ, ყველა ძალიან გაგვაოცა. ვიცოდით, რომ იგი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პირველივე სეზონში, იტალიის სერია A-ში, გუნდში თამაში, რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, ადვილი არაა. ამიტომ, მისგან წინსვლას უფრო პატარა ნაბიჯებით ველოდით, მაგრამ მალევე დაამტკიცა, რომ უძლიერესია. საოცარი თვისებებით გამოირჩევა.

ხვიჩამ თავისი თამაშით და თვისებებით აჩვენა, რომ მაგარი ფეხბურთელია. ის მოედანზე ლიდერი გახდა, რადგან დაამტკიცა, რომ განსხვავებულია. ამის მოპოვება კი მხოლოდ მოედანზეა შესაძლებელი. ის ტექნიკური და ფიზიკური თვისებებით გამოირჩევა, დაცვაშიც აქტიურია და ნელ-ნელა სრულყოფილ ფეხბურთელად ყალიბდება. დიეგო, რომ ცოცხალი იყოს, ის ძალიან მოეწონდებოდა."

შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევის მონაგარი ნაპოლის მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი