მოგეხსენებათ, კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს ადგილობრივი ქომაგები მუდმივად ლეგენდარულ დიეგო მარადონას ადარებენ.
მარადონას და კვარაცხელიას შედარებაზე კომენტარი მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმაც გაააკეთა:
"ხალხს ხმაურიანი შედარებები და მეტსახელები მოსწონს, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ მამაჩემის დონეზე არავინ იყო. ის საუკეთესო იყო და მუდამ ასე იქნება! მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ ქართველი შემტევი დიდებული მოთამაშეა", - განაცხადა მარადონა უმცროსმა.