"კვარაცხელია საფეხბურთო ნიჭით ამ რუსი ფეხბურთელის დონისაა", - იური სიომინი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია საფეხბურთო ნიჭით ამ რუსი ფეხბურთელის დონისაა", - იური სიომინი

"კვარაცხელია საფეხბურთო ნიჭით ამ რუსი ფეხბურთელის დონისაა", - იური სიომინი
14-04-2023, 11:26
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა განაცხადა, რომ მისი აზრით საქართველოს ნაკრების და ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო ნიჭით ანდრეი არშავინის დონისაა.

"ხვიჩა ნიჭით არშავინის დონისაა. ზოგადად, ფეხბურთში მსგავსი ოსტატები თითზე ჩამოსათვლელია. რეალურად, ის შეიძლება 100 მილიონ ევრომდე ღირდეს. მთავარია მისი პროგრესი სამომავლოდაც არ შეჩერდეს.

ასევე, ხვიჩამ უნდა ისწავლოს, თუ როგორ გაუმკლავდეს ლიდერის როლს. ერთია, როცა რამდენჯერმე გაიბრწყინებ და ყველას თავს შეაყვარებ, მაგრამ სულ სხვაა როდესაც გულშემატკივარი შენგან ყოველთვის საუკეთესო თამაშს ელის. მათ მოლოდინები სტაბილურად უნდა გაუმართლო, ეს კი გაცილებით რთულია
", - თქვა სიომინმა.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია 2019 წელს მოსკოვის ლოკომოტივის მაისურით სწორედ იური სიომინის ხელმძღვანელობით გამოდიოდა მოედანზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი