Sky Sports-ის ისტორიულმა ხმამ და ჟურნალისტმა, მასიმო მარიანელამ მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და მასზე ირონიული კომენტარი გააკეთა.
მანჩესტერ იუნაიტედს გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავდა, დავიდ დე ხეა. იმის ნაცვლად, რომ მისთვის ახალი ხელშეკრულება მიეცათ, ის გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვეს.
მათ შემდეგ ანდრე ონანა იყიდეს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რაც კატასტროფული გადაწყვეტილება იყო.
- თქვა მარიანელამ.
მართლაც, თუ ბოლო წლებში ვინმე გამოირჩეოდა მანჩესტერიდან, ეს სწორედ დავიდ დე ხეა გახლდათ, რომლის გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილებაც მართლაც გაუგებარი იყო.
ესპანელი მეკარე ახლა ფიორენტინაში თამაშობს. პირველი სეზონი ფლორენციაში დე ხეას იმდენად კარგი ჰქონდა, რომ იტალიელებმა მისი კიდევ 1 წლით დატოვება გადაწყვიტეს.