ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ პსჟ-ს მთავარ მწვრთნელზე ლუის ენრიკეზე ისაუბრა.
"ლუის ენრიკეს არ აინტერესებს რა მიღწევები გაქვს, რას წარმოადგენ ან რამდენი წლის ხარ - მისთვის მთავარია ვინ ხარ ახლა და რას აკეთებ გუნდისთვის.
წარსულში მას ტოტისთან და დე ხეასთანაც ჰქონდა უთანხმოებები, შეიძლება არასწორიც ყოფილიყო, მაგრამ მუდამ იმას აკეთებს რისი სჯერაც და რა ხედვებიც აქვს", - განაცხადა ანრიმ.
ცნობისთვის, 54 წლის ენრიკემ პსჟ მოედანზე 100 მატჩში გამოიყვანა, საიდანაც 71 მოიგო, 18 ფრედ ითამაშა და 11 წააგო.