"მორცხვი არაა, გუნდში რომ მოვიდა.." – დემბელემ კვარას როლზე ხმამაღლა ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მორცხვი არაა, გუნდში რომ მოვიდა.." – დემბელემ კვარას როლზე ხმამაღლა ისაუბრა

"მორცხვი არაა, გუნდში რომ მოვიდა.." – დემბელემ კვარას როლზე ხმამაღლა ისაუბრა
14-04-2025, 23:25
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის წინ, რომელიც „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ბირმინგემში გაიმართება, პარიზის „სენტ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, უსმან დემბელე მედიის კითხვებს უპასუხეს.

პრესკონფერენცია არამხოლოდ ტაქტიკურ დეტალებს, არამედ საინტერესო პირად განწყობებსაც შეეხო – მათ შორის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას როლსაც.

"ხვიჩა არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც შესანიშნავი ადამიანია. როცა გუნდს შემოუერთდა, მივეცი რამდენიმე რჩევა – ბუნებრივია, ადაპტაციის პროცესი ყველას სჭირდება. თუმცა ის მალე ჩაერთო კოლექტივში. მორცხვი? არა, პირიქით – კომუნიკაბელური და ხალისიანი ტიპია. რაც მთავარია, მისი ტექნიკა, გამბედაობა და გოლის გრძნობა ჩვენს შეტევებს ახალი განზომილება შესძინა"

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ პსჟ-ის გამარჯვებით დასრულდა – პარიზელებმა "ასტონ ვილა" 3:1 დაამარცხეს, ხოლო ერთ-ერთი გოლი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რაც მისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ახალ გუნდში. განმეორებითი მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში, "ვილა პარკზე" გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი