"ღმერთის იმედად ვიყავით" - პარიზელები დღევანდელ მატჩს აფასებენ » სპორტის ხაზი

"ღმერთის იმედად ვიყავით" - პარიზელები დღევანდელ მატჩს აფასებენ

"ღმერთის იმედად ვიყავით" - პარიზელები დღევანდელ მატჩს აფასებენ
დღეს, 01:22
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ასტონ ვილასთან 3:2 დამარცხდა.

ორი მატჩის ჯამში ფრანგულმა კლუბმა 5:4 მოიგო, თუმცა დღევანდელი თამაშის შემდეგ ლუის ენრიკე განგაშის ზარებს აუცილებლად გაიგებდა. სტუმრებმა მხოლოდ 1 ბურთით წააგეს, თუმცა ვილას 3-ზე გაცილებით მეტის გატანა შეეძლო და ფაქტია, რომ პსჟ-მ ბეწვის ხიდზე გაიარა.

აი, როგორ აფასებენ ფრანგები დღევანდელ თამაშს:

"ყველაფერს ველოდი, თუმცა ასეთ სუსტ გუნდს ნამდვილად არა"

"მხოლოდ ღმერთის იმედად ვიყავით დარჩენილი, ნახევარფინალში თუ ასე გამოვედით, ცუდ დღეს დაგვაყრიან"

"ყველა გაუგებარ ფეხბურთს თამაშობდა, დემბელემ რამდენჯერმე ჩემი გაღიზიანებაც კი შეძლო"

"რომ არა დონარუმა, ახლა ნახევარფინალში ასტონ ვილა იქნებოდა"

"იმედია, ეს თამაში იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდება და მსგავსს აღარაფერს ვიხილავთ", - წერენ ფრანგები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი