როგორც უკვე მოგახსენეთ, მერაბ დვალიშვილი სატიტულო ქამარს შონ ომალისთან რემატჩში დაიცავს.
ბრძოლამდე მებრძოლებმა სიტყვები გაცვალეს. "მერაბი კარგი ბიჭია, მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რადგან ჩემი ცემით დამეხმარა, რომ არამხოლოდ კარგი მებრძოლი, არამედ უკეთესი ადამიანიც გავმხადრიყავი", - განაცხადა შონმა.
რაზეც, დვალიშვილმა უპასუხა: "მორჩით ამ ცირკს! გააგრძელე ჩემზე ცუდი ლაპარაკი - მჭირდება, რომ შენზე კვლავ გაბრაზებული ვიყო".