შონ ომალისთან სატიტული ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მცირე დაზიენბა მიიღო.
ამის შესახებ, თავად მებრძოლმა სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოთი ამცნო საზოგადოებას და განაცხადა, რომ სერიოზული არაფერია.
"დამშვიდდით - ყველაფერი კარგად არის! უბრალოდ ვარჯიშზე პატარა დაზიანება მივიღე. ბრძოლიდან არასდროს ჩავხსნილვარ და არც არასდროს ჩავეხსნები! ო'მალი, მოვდივარ! იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ!", - წერს მერაბი.
იხილეთ ვიდეო: